შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ, სამართლიან, განათლებულ, წელგამართულ, არაკრიმინალურ და ეროვნული ინტერესების დამცველ, - ანუ მიმზიდველ ქვეყნად. რეგიონის ლიდერად ჩამოყალიბება, რომელიც დასავლურ სისტემაშია ინტეგრირებული და ძლიერი უსაფრთხოების სისტემები აქვს, შექმნის წინაპირობას საქართველოს ინტერესების დასაცავად დროებით ოკუპირებულ რეგიონებში. ამ მიზნით საჭიროა ურთიერთობების ეტაპობრივი გაღრმავება ადამიანებს შორის, მათთვის რუსეთზე უკეთესი პირობებისა და უსაფრთხო გარემოს შეთავაზება ერთიანი, ძლიერი და საცხოვრებლად მიმზიდველი სახელმწიფოს ფარგლებში, სადაც დაცული იქნება ყველას ინტერესი გონივრული ურთიერთდათმობის საფუძველზე.

პარტიის პოზიცია