შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
პარტია „მოქალაქეები“ სრულად მხარს უჭერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ყველა პუნქტის აღსრულებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ნაწილი, ყველა ამ პრინციპის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხიც, რადგან სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი საქართველოში ადგილობრივი პროდუქციის სათანადო ხარისხის წარმოების უზრუნველყოფა, უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს და ჯანსაღი, კონკურენტული ბაზრის შექმნა.

პარტიის პოზიცია