შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
მთავარ სამხედრო-სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია აშშ და NATO-ს ბლოკი; ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობის გაღრმავება მეგობარ ქვეყნებთანაც (მაგალითად, უკრაინასთან, სამხრეთ კორეასთან). ამ მიზნით, ჩავატარებთ მეტ ერთობლივ წვრთნას, ინტენსიურს გავხდით გაცვლით პროგრამებს და შეიარაღება-ტექნიკა ეტაპობრივად გადავა დასავლურ სისტემებზე. NATO-ში გაწევრიანებამდე, სასურველად მიგვაჩნია ამ ბლოკში შემავალი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გარკვეული კონტინგენტის მუდმივი დისლოცირება ჩვენს ტერიტორიაზე ერთობლივი პროგრამების რეალიზაციის მიზნით; ვიმუშავებთ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ნატოს გარეთა მოკავშირის სტატუსის მინიჭებაზე.

პარტიის პოზიცია