ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
ქვეყნის მასშტაბით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებითა და ხელშეწყობით. დღეს მხოლოდ ბათუმსა და თბილისში მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობა მხოლოდ კერძო სამარშუტო ტაქსებით გადაადგილდება. პირველ ეტაპზე კერძო სამარშრუტო ტაქსები სრულად უნდა ჩანაცვლდეს ტექნიკურად გამართული ავტობუსებით, მთლიანად უნდა განახლდეს ავტობუსების ავტოპარკი, ხოლო თბილისში მეტროს უნდა დაემატოს ვაგონები. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარუნარიანობა ისე, რომ მოქალაქეებმა კომფორტულად იმგზავრონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეიზღუდოს კერძო ავტომობილების გადაადგილება, რის შედეგადაც ბევრი მგზავრი კერძო ავტომობილს საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამჯობინებს. ამით ცალსახად მოგვარდება ქალაქში საცობების პრობლემა.