შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები

ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:

 

  • განახლებადი ენერგორესურსების მხარდაჭერა - აუცილებელია განახლებადი (მზის და ქარის) ენერგიის რესურსის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება, ამის წასახალისებლად კი - გადასახადების შემცირება და წარმოების ხელშეწყობა.
  • ბიოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა - მნიშვნელოვანია აგრარულ სფეროში დასაქმებულთა გადამზადება და ახალი კადრების მომზადება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით. ასევე აღნიშნული წარმოების ხელშეწყობა საგადასახადო შეღავათების დაწესებით.
  • ეროზიის და ურბანულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის შემცირება, მწვანე საფრის გამრავალფეროვნება - ურბანულ სივრცეებში მეტი სიმწვანის უზრუნველყოფა, ხეების და ბუჩქნარის დარგვა. ასევე, ეროზიული პროცესების შესასუსტებლად განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი ხე-მცენარეების გაშენება.

პარტიის პოზიცია