ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
ბავშვთა უფლებები არის ფუნდამენტური საკითხი, რასაც „მოქალაქეების“ დიდი ძალისხმევა მოხმარდება. კერძოდ, უნდა შეიქმნას ბავშვთა უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმები და მათი რეალიზების პირობები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოლო პერიოდში შესამჩნევად არის გაზრდილი ოჯახური დანაშაული ბავშვთა მიმართ და ბავშვების თანდასწრებით, ასევე გახშირებულია ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. დღემდე გადაუჭრელ პრობლემად მიგვაჩნია ის, რომ ბავშვების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ხარისხიან განათლებაზე, რაც მათ ნორმალურ განვითარებას აფერხებს. ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ბავშვთა უფლებების კოდექსი, მაგრამ ეს კანონი იმდენად ხარვეზიანია, საფუძვლიან ცვლილებებს საჭიროებს. უნდა შეიცვალოს ამ კანონის მიდგომა ოჯახში ბავშვის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ბავშვის განათლების მიზნით საინფორმაციო ტექნოლოგიებზე წვდომის კუთხით. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სოციალური მუშაკების როლი, ბავშვის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშობლების უფლებები და მათი სამართლიანი თანამონაწილეობა.