შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
ჩვენი პარტია მიესალმება ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც პარტიებს მოუწევთ საარჩევნო სიების გენდერულად დაბალანსება და ასევე ამ პრინციპის დაცვის შემთხვევაში ფინანსური სარგებლის მოპოვება. თუმცა, ამავდროულად, ვხედავთ საფრთხესაც - არ არის გამორიცხული, ამ ცვლილების გამო პოლიტიკოს ქალებს მოუწიოთ თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ პოლიტიკაში ყოფნა დაიმსახურეს თავიანთი შესაძლებლობების, კვალიფიკაციის შესაბამისად, და არა იმიტომ, რომ ქალები არიან; არც იმას გამოვრიცხავთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეიძლება გვყავდეს ბევრი პარლამენტარი ქალი, რომელთაც პარტიები მხოლოდ ბუტაფორიად გამოიყენებენ. ყოველივე ამის თავიდან აცილების მიზნით, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პარალელურად დაიწყოს აქტიური სოციალური კამპანია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ქალთა წარმომადგენლობის აუცილებლობისა და მათი როლის გააქტიურების შესახებ, რათა ქალები სრულფასოვნად, სრული უფლებამოსილებით ჩაერთონ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში.

პარტიის პოზიცია