შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
ქვეყანაში დღეს არსებული საარჩევნო სისტემა არ შეესაბამება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. კერძოდ, არ არის უზრუნველყოფილი მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკურ ძალთა თანაბარი ჩართულობა. ჩვენი პარტიის საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციის სრულად პარიტეტულ საფუძველზე დაკომპლექტებას და მის საქმიანობაში დიდი თუ მცირე პოლიტიკური ძალების თანაბარ ჩართულობას. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ცესკოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. დღევანდელი ცესკო, ეს არის პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული ორგანო, რომელსაც ძირითადად სახელისუფლებო ძალა მართავს და მის საქმიანობაში მხოლოდ მცირე დოზით მონაწილეობენ მსხვილი ოპოზიციური პარტიები. ამავდროულად, საერთოდ არ არის გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში, რაც ხელს უშლის ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიის განვითარებას.

პარტიის პოზიცია