შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა პარტია „მოქალაქეების“ ხედვის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს. ამ მხრივ მისასალმებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა, თუმცა ეს ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორს წარადგენს პრემიერი, ამტკიცებს პარლამენტი და ზედამხედველობს პროკურატურა, რაც მას იმავე უსამართლო სისტემის ნაწილად აქცევს. საჭიროა ამ სამსახურის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ინსპექტორად კანდიდატი უნდა დაინიშნოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად და არა პრემიერის წარდგინებით. ამ მხრივ კარგი მაგალითია სახალხო დამცველის აპარატი, რომლის ეფექტურ მუშაობასაც სწორედ მისი დამოუკიდებლობა განაპირობებს.

პარტიის პოზიცია