შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
პანდემიამ უფრო მკვეთრად გამოაჩინა საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, კონკრეტულად დაგვანახვა, რომ სკოლების უმრავლესობა არ არის აღჭურვილი არც სათანადო ინფრასტრუქტურით და არც შესაბამისი ტექნიკით. ეს პრობლემა კიდევ უფრო აშკარად ჩანს ქალაქისა და რეგიონის სკოლების შედარებისას. ჩვენი პარტია ზოგადად განათლების სისტემასთან მიმართებითაც ტექნოლოგიებზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ჩვენი გეგმით, საქართველოს განათლების სისტემაში უნდა გადმოვიტანოთ ესტონეთის მოდელი - რომლის მიხედვითაც, თანხა მთლიანად მობილიზდება საგანმანათლებლო სივრცეებში (სკოლებში, უნივერსიტეტებში), რომლებიც აღიჭურვება უმაღლესი ტექნოლოგიებით, კომპიუტერული ქსელებით. შედეგად, ქვეყანა შეძლებს საერთაშორისო ტექნოლოგიური პროდუქტების (ბოლტის, სკაიპის) დანერგვას სასწავლო პროცესში და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღებას.

პარტიის პოზიცია