შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
უცხოური ინვესტიციების მოცულობის გაზრდა პარტია „მოქალაქეების“ ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, ერთი მხრივ, შეღავათიანი საგადასახადო სისტემის არსებობა და, მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს შეთავაზება. ჩვენი აზრით, დღეს ეს შეუძლებელია, რადგან არცერთ უცხოელ ინვესტორს არ აქვს განცდა, რომ საქართველოში ინვესტიციის დაბანდებისას ექნება შესაბამისი სამართლებრივი დაცვის გარანტიები და მთავრობასთან დაახლოებული რომელიმე პირი არ წაართმევს ბიზნესს. აქედან გამომდინარე, საჭიროა სწრაფი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით. პირველ ეტაპზე აუცილებელია, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში დროებით ჩამოვიყვანოთ ავტორიტეტული და გამოცდილი საერთაშორისო მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან სრულად დამოუკიდებლები თავიანთ საქმიანობაში. ამით ქვეყანაში შეიქმნება ჯანსაღი საინვესტიციო გარემო. ასევე აუცილებელია შეიქმნას საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელიც უცხოელ ბიზნესმენებს გაუჩენს განცდას, რომ, პრობლემების შექმნის შემთხვევაში, დავას სანდო არბიტრები განიხილავენ. ეს პირველი ეტაპის გადაუდებელი ამოცანაა, სანამ ქართული სასამართლო თავად გაჯანსაღდება ადგილობრივი კადრებით, სანამ სასამართლო ნდობას მოიპოვებს უკვე წლების მანძილზე პოლიტიკისგან თავისუფალი, სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანით.

პარტიის პოზიცია