შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები

პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტს წარმოადგენს, საქართველოში შეიქმნას მაქსიმალურად მიმზიდველი გარემო უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მაგალითად, პანდემიის პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა დაახლოებით 42%-ით წინა წლის მონაცემებთან შედარებით. საქსტატის მონაცემებით, 15%-ით არის გაზრდილი სურსათის ფასები, საგრძნობლად შემცირდა დასაქმებულთა ხელფასები და მეტიც, დავკარგეთ ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი. ამ პირობებში, ჩვენი ხედვით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ორი ტიპის ეკონომიკური გეგმა: მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მოკლევადიანი ეკონომიკური გეგმის მიხედვით მაქსიმალურად უნდა შემცირდეს გადასახადები:

 

  • მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა შეუმცირდეს გადასახადები.
  • ტექნოლოგიური ბიზნესის მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიები მთლიანად უნდა გათავისუფლდნენ საგადასახადო ტვირთისგან.
  • დღევანდელი მდგომარეობით, ის კომპანიები, რომელთა წლიური ბრუნვა 100 000 ლარს აღწევს, ავტომატურად ხდებიან დამატებითი ღირებულების გადამხდელები. ჩვენი გეგმის მიხედვით კი, კომპანიებს მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაეკისროთ დღგ-ს გადახდის ტვირთი, როდესაც მათი ბრუნვა 300 000 ლარს მიაღწევს. გრძელვადიანი ეკონომიკური გეგმის მიხედვით კი, საქართველოში უნდა შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და ასევე, უნდა გავზარდოთ დასავლელი პარტნიორების ნდობა, რათა სწორედ საქართველოში დააბანდონ ფული.

 

ამისთვის კი აუცილებელია სამი მიმართულებით მუშაობა:

 

  • ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს მაღალი დემოკრატიის სტანდარტი.
  • გაცხადებული უნდა იყოს პროდასავლური კურსი.
  • უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

პარტიის პოზიცია