საქართველოს სჭირდება ძლიერი თავდაცვითი სტრატეგია და საერთაშორისო ფორმატების მუდმივად გამოყენება. არ არსებობს დიალოგისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარდა უფრო ეფექტიანი მექანიზმი უწყვეტი პროვოკაციის პირობებში. საამისოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარება, მუდმივი და მჭიდრო კონტაქტი ჩვენს პარტნიორებთან. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი, რათა მათ არ იგრძნონ თავი მიტოვებულად და დაუცველად.