პარტია „სამართლიანობისთვის“ განსაკუთრებულ მიზნად ისახავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამშვიდობო პოლიტიკით. ეს პროცესი უნდა დაიწყოს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითა და არსებული ფორმატების გამოყენებით, პრობლემა უნდა მოგვარდეს დიალოგის გზით, ყველა საკითხის ერთობლივი განხილვით. აუცილებელია სამოქალაქო ფორმატების გამოყენება და საერთაშორისო მედიაციის ეფექტიანად ჩართვა. უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, დემოკრატიული სვლა, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და ხელმისაწვდომობა უნდა გახდეს მიმზიდველი ფაქტორები ოკუპირებული რეგიონებისთვის.