ქვეყნის თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზებული რეზერვი. უნდა მოქმედებდეს ეფექტიანი სარეზერვო სისტემა, რომლის საშუალებითაც პროფესიული სამხედრო კონტინგენტი შეძლებს ომის შტატზე სწრაფ და ეფექტიან გადასვლას. სისტემის შესაქმნელად აუცილებელია:
სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა ორ სახეობად: სამობილიზაციო და აქტიურ რეზერვად. სამობილიზაციო რეზერვი კომპლექტდება პირებისგან, რომლებმაც დაასრულეს რეგულარული სამხედრო სამსახური და არ ირიცხებიან სამხედრო რეზერვში. სამობილიზაციო რეზერვში სამსახური ითვალისწინებს რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას 100%-ით ქვედანაყოფში გამოძახებისას. აქტიური რეზერვი კომპლექტდება სამხედრო-სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული), კადრის სამხედრო მოსამსახურეებისგან, რომლებიც დათხოვნილი არიან რეზერვში ჩარიცხვით. აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახური ითვალისწინებს რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას. სარეზერვო სამსახურის რეზერვისტების გამოყენებით სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა აყალიბებს სხვადასხვა დანიშნულების სარეზერვო კომპონენტებს, როგორიცაა:
რეზერვის მართვის ერთიანი სისტემის შექმნით, ნებისმიერი მასშტაბის კრიზისის შემთხვევაში, ქვეყანა შეძლებს სამხედრო ძალების ეფექტიან გამოყენებას ხანგრძლივი დროით. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობის დაბრუნება. თავდაცვის სამინისტრომ უნდა შექმნას სამხედრო ბაზები, სადაც განთავსდება რეზერვის მომზადების ცენტრები. აღნიშნულ სოფლებში თავდაცვის სამინისტრომ სპეციალურად არსებული ფონდის სახსრებით უნდა ააშენოს საცხოვრებელი სახლები და, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, სამეურნეო მიწებთან ერთად საკუთრებაში გადასცეს რეზერვისტებს. ამასთან, რეზერვისტები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ როგორც სახელფასო სარგოთი, ისე სხვა სახელმწიფო სოციალური გარანტიებით. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს დაცარიელებულ საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, რომლებიც გაივლიან უწყვეტ სპეციალურ წვრთნას და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში.