სამართლიანობისთვის
სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფცია არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ძირითადი საპროგრამო თეზისები. მათი რეალიზება, ანუ მათი დარგობრივ პროგრამებად ქცევა უზრუნველყოფს სახელმწიფოს უსაფრთხო არსებობასა და განვითარებას.
სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: ემყარება საზოგადოებისთვის მისაღებ იდეოლოგიურ, ჰუმანიტარულ, კულტუროლოგიურ და ტრადიციულ-ისტორიულ საფუძვლებს; შეიმუშავებს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს სახელმწიფოს ფორმირებისა და განვითარების პროცესში ინვარიანტული უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით.
საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის ჩამოყალიბებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად გვესახება უსაფრთხოების კონცეფციის განსაზღვრა და მის საფუძველზე უსაფრთხოების დოქტრინის შემუშავება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ კავკასიის მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს კავკასიის უსაფრთხო რეგიონად ჩამოყალიბებას.
საქართველოს, როგორც კავკასიის უსაფრთხო რეგიონად ფორმირების მიზნით, კარგი კოორდინაცია უნდა ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან. უსაფრთხოების თემა ყველაზე მგრძნობიარეა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა კონფლიქტურ ზონებთან, რაც გამოიხატება როგორც ტრადიციული მეთოდიკით მუშაობაში, ისე ექსკლუზიური პროექტების განხორციელებით. მათგან პრიორიტეტულია უსაფრთხოების „გავლენის ზონების“ გაფართოება სოხუმისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით.