პარტიის საგარეო კურსი არის პროდასავლური, საქართველო ისტორიულად და ორგანულად არის ევროპული ოჯახის ნაწილი. პარტიის ხედვაა, რომ საქართველო უნდა იყოს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და ისწრაფვოდეს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. უნდა შესრულდეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.