რასაკვირველია. საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები უნდა გაიზარდოს. მიღებული რეფორმის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ეფექტიანი სისტემით, რომლის დანერგვა იქნება მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი პირველი ცვლილება შეეხება მგზავრობისას საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულების შემოტანას 12 წლამდე ბავშვებისთვის, იმგვარად როგორც ეს არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. აღნიშნული პროექტი ჩვენ მიერ ინიციირებულია პარლამენტში და მომდევნო მოწვევის პარლამენტი მას მიიღებს. ამ მოწვევის პარლამენტში, მრავალი მოთხოვნის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არ იხილავენ აღნიშნულ პროექტს.