ჩვენი პარტიის ლიდერის, ეკა ბესელიას ინიციატივით მიღებულია რეფორმა სკოლამდელი დაწესებულებების სისტემური რეფორმის თაობაზე. რეფორმა ეფუძნება გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას და ბავშვის საუკეთესო უფლებების დაცვას. რეფორმა გულისხმობს განათლების, ჯანდაცვის, უსაფრთხოების, კვების, ჰიგიენის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ევროპული სტანდარტებით უზრუნველყოფას, ინკლუზიურ განათლებასა და სერვისებით უზრუნველყოფას. პრობლემაა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ მაღალი სტატისტიკა. პარტიის პრიორიტეტი იქნება შეიმუშაოს ქმედითი მექანიზმი ბავშვთა ძალადობის აღსაკვეთად.