ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი საკანონმდებლო ორგანოში საგანგაშოა. ამ მხრივ საქართველოს ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. გენდერული კვოტის თაობაზე პარლამენტში წარდგენილი გვაქვს პროექტი, რომლის თანახმადაც, ყოველ სამ კანდიდატს შორის ერთი უნდა იყოს ქალი. სამწუხაროდ, ამ პროექტს გენდერული საბჭოს უმრავლესობის წევრებმაც არ დაუჭირეს მხარი. გამარჯვების შემთხვევაში ამ მექანიზმს დავნერგავთ. პარტია თავად აპირებს ამ პრინციპის დანერგვას საარჩევნო სიის ფორმირების დროს. ასევე ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გასაძლიერებლად შევქმნით სხვადასხვა პლატფორმას, მოვიზიდავთ ქალ კანდიდატებს და მოვამზადებთ მათ პოლიტიკაში აქტიური ჩართულობისთვის.