მნიშვნელოვანია დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი სოციალური და პოლიტიკური უფლებების რეალიზება, საცხოვრისის გაუმჯობესება. იმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები, აუცილებლად მოვუგვარებთ ამ პრობლემებს. დევნილთათვის სამუშაო ადგილების შეთავაზება უნდა იყოს სახელმწიფოს დასაქმების პოლიტიკის პრიორიტეტი. სპეციალური ფორმატები უნდა შეიქმნას დევნილთა პრობლემების გადასაწყვეტად.