ჩვენი პრიორიტეტია მოსახლეობის სოციალური დაცვის მყარი სისტემის შექმნა. გაიზრდება ყველა კატეგორიის პენსია. გაიზრდება როგორც საპენსიო ასაკის მიხედვით დანიშნული, ისე მთაში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა პენსია. გადაიხედება მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა პენსიაც. პარტიის სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: სიღატაკის დაძლევა და სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით: