შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სამართლიანობისთვის
აუცილებელია საჯარო მოხელეების დეპოლიტიზება. საჯარო მოხელე უნდა იყოს დაცული და მას კანონი უნდა უქმნიდეს დაცვის მყარ გარანტიებს. საჯარო სამსახურები უნდა ზრუნავდნენ მოხელეების კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე. საჭიროა საჯარო სამსახურის რეფორმა განხორციელდეს სრულად და გავრცელდეს ყველა სეგმენტზე. სამწუხაროდ, რეფორმის პროცესში დაშვებული გამონაკლისებისა და სხვადასხვა უწყების ინტერესთა ლობირების გამო რეფორმის ეფექტურობა ეჭვქვეშ დადგა. საჭიროა სისტემის იმგვარი რეფორმა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს შეექმნათ ღირსეული პირობები, თუმცა მათი რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ფუნქციების განსახორციელებლად აუცილებელ სტანდარტს/ნორმას.

პარტიის პოზიცია