პარტიის ხედვა ამ მხრივ არის მკაფიო და პრინციპული. საჭიროა გაიზარდოს როგორც პარლამენტის საზედამხედველო როლი საგამოძიებო და უსაფრთხოების ორგანოებზე, ისე სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის გასაძლიერებლად. ცალკე უნდა გამოიყოს სახელმწიფო ინსპექტორის მანდატისგან საგამოძიებო მექანიზმი და დამოუკიდებლად არსებობდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
პრინციპულია იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება. დაუსჯელობის სინდრომი სახიფათოა პრევენციის თვალსაზრისით. შესაბამისად, პრიორიტეტული იქნება მსგავსი დანაშაულობების ბოლომდე გამოძიება და დამნაშავეთა სამართლიანი პასუხისმგებლობა. ჩვენი ინიციატივაა საპარლამენტო საზედამხედველო კომიტეტის შექმნა, რაც გაზრდის კონტროლსა და ზედამხედველობას.