შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მოხერხდა მოკლე დროში, თუმცა პრობლემა იყო ცვლილებების ფრაგმენტულად მიღება და არა ერთიანი პოლიტიკის ჭრილში. ჩვენ ვგეგმავთ შევქმნათ ახალი სტრატეგია, რომელიც ერთ დიდ სურათად წარმოაჩენს გრძელვადიან ხედვას და ყველა ცვლილება განიხილება სწორედ ერთიანი ხედვის ჭრილში. ჩვენი გეგმის მიხედვით გადაუდებელი ამოცანაა ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია, რაც აუცილებელია დისტანციური სწავლებისთვის. დავნერგავთ მონიტორინგის ეფექტიან სისტემას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხარისხის კონტროლი და ყველა მოსწავლისა და სტუდენტისთვის დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობა.