სამართლიანობისთვის
პანდემიის ფაქტორი განიხილება როგორც ფორსმაჟორული ვითარება, რაც ნიშნავს ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქალაქეების მხრიდან აღებული საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. სამწუხაროდ, ეს გარემოება არ იქნა გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევებში, რაც უსამართლობად მიგვაჩნია. ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, რათა თავიდან აიცილონ პანდემიით გამოწვეული ზიანი.
რაც შეეხება შეღავათებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ პანდემიის პერიოდში მაქსიმალურად შემსუბუქდეს საგადასახადო ტვირთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მოქალაქეებს გადაუვადდეთ ვალდებულებების შესრულება საფინანსო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან. პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარება უნდა გაეწიოს იმ ბიუჯეტის ხარჯზე, რომელიც გამოთავისუფლდება ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის შედეგად.