ტურიზმის ხელშეწყობა განსაკუთრებული რესურსია ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე (საოჯახო) და საშუალო ზომის ტურისტული სექტორის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სახელმწიფო გასცემს მიზნობრივ კრედიტებს უმნიშვნელო საპროცენტო სარგებლით, რაც ხელს შეუწყობს ამ სექტორის განვითარებას.
ამ სფეროს მხარდაჭერა უნდა გადაწყდეს ინფრასტრუქტურული პროექტების და საერთო საზოგადოებრივი სერვისების განვითარების გზით. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმს როგორც სამართლიანი საგადასახადო სისტემით, გადასახადების შემცირებითა და დამწყები პროექტების გადასახადებისგან გათავისუფლების გზით, ისე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებითა და მცირე საოჯახო პროექტების დახმარებით.