შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის

2020-2024 წლებში „ლელოს“ მთავარი მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება და ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა.

 

  • „ლელო“ შექმნის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პირდაპირი დიალოგის იმგვარ სტატუს-ნეიტრალურ ფორმატებს, რომლებიც უზრუნველყოფს საჭიროებებზე ორიენტირებულ საუბარს ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და განათლების საკითხებზე;
  • საქართველოზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისა და რუსული პროპაგანდის განეიტრალების მიზნით შეიქმნება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი; კერძოდ - რუსულენოვანი ტელევიზია, რომელიც, გარდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა, ჩრდილოეთ კავკასიას და, შესაძლოა, მთლიანად პოსტსაბჭოთა რუსულენოვან სივრცეს დაფარავს;
  • განსაკუთრებულ პირობებში შრომის გათვალისწინებით - გალისა და ახალგორის რაიონების პედაგოგებსა და სამედიცინო პერსონალს, დანარჩენ საქართველოში მომუშავე კოლეგებთან შედარებით, 20 პროცენტით მაღალი ხელფასი დაენიშნებათ;
  • გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სხვა ჯგუფები, უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ;
  • გაძლიერდება ზრუნვა მეორე სახელმწიფო ენაზე - აფხაზურზე;
  • საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამონტაჟდება ვიდეოთვალთვალის სისტემა.

პარტიის პოზიცია