შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
ევროკავშირი ამჟამად რთულ მდგომარეობაშია, რადგან ერთგვარად მოუმზადებელი შეხვდა სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის - შიგნითაც, ერთდროულად გაჩენილ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა: პუტინისეული რევიზიონიზმი/რევანშიზმი, მიგრანტთა მოზღვავება, ბზარები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, ბრექსითი, პოპულისტების შემოტევა მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და ა.შ. ამგვარი ვითარება ბუნდოვანს ხდის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების კალენდარს, რაც, ასევე სამომავლოდ, გადაავადებს გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის შესაძლებლობას. თუმცა, საქართველოს მხრიდან გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ერთგვარი კომპენსაციის მიღებაც შეიძლება. ჯერ ერთი, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება (თავისუფალი ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტითურთ) უზარმაზარ რესურსს შეიცავს, რომლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია ჯერჯერობით ათვისებული. ევროპულ კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი მექანიზმის სრულყოფილად გამოყენების მიზნით, აუცილებელი იქნება მუშახელისა და მეწარმეების რეკვალიფიკაცია, თანაინვესტირება, ევროპული ბაზრის სტანდარტების მისაღწევად სახელმწიფოს მასტიმულირებელი პოლიტიკის შემოღება და ექსპორტის წახალისება.

პარტიის პოზიცია