შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
ამ მიმართულებით მთავრობის არასწორი პოლიტიკისა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილისთვის სოციალური დახმარება შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ამას ემატება ამ სფეროში არსებული უსამართლობა, გაუმჭვირვალობა, სარეიტინგო ქულების მინიჭებაში მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა, ბიუროკრატიული ბარიერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს სოციალური დახმარების გაცემის სრულიად ახალი პრინციპი, ნაცვლად დღეს არსებული მანკიერი პრინციპისა, როდესაც სოციალური დახმარების სააგენტოს ეძლევა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინტერპრეტირების საშუალება. „ლელო“ აპირებს შექმნას სამუშაო ადგილები, რაც პირდაპირ კავშირშია სოციალურად დაუცველთა რიცხვის კლებასთან. ამასთანავე, თუკი სოციალურად დაუცველი ოჯახის რომელიმე წევრი დასაქმდება, ოჯახს სოციალური დახმარება შეუნარჩუნდება ორი წლის განმავლობაში. სოციალურად დაუცველებს ექნებათ წვდომა პროფესიული გადამზადების პროგრამებზე, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. შეიქმნება სოციალურად დაუცველთა რეესტრი.

პარტიის პოზიცია