შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
არსებული პოლიტიკა და შეზღუდვები შესაბამისობაში იქნება სახელმწიფოს ამოცანებთან. როდესაც წყალმომარაგების სისტემაში ოჯახების 60% არის ჩართული, კანალიზაციის სისტემაში - 45%-მდე, არ გვაქვს საკმარისი გამწმენდი ნაგებობები, მყარი ნარჩენების გატანა-გადამუშავების სისტემით ცუდადაა დაფარული ქვეყანა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 10%-მდეა მხოლოდ დაფარული, მცირე დასახლებებს შორის ადგილობრივი გზების დიდი ნაწილი სარეაბილიტაციოა, პრობლემურია ნაპირსამაგრი და სანიაღვრე სისტემები დასახლებების დიდ ნაწილში და ა.შ., ამ პრობლემების დროში გაწელილი დაბალი ტემპებით მოგვარება ამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპებსაც და ინარჩუნებს ცხოვრების დონის დაბალ სტანდარტებს, განსაკუთრებით რეგიონებში. შესაბამისად, დღის წესრიგში მწვავედ დგას ამ პრობლემების ერთბაშად, ფორსირებულად გადაჭრის ამოცანა. სახელმწიფო ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის პოლიტიკა უნდა პასუხობდეს ამ გამოწვევებს. სახელმწიფო ვალი გაიზრდება მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით. შეიქმნება ინფრასტრუქტურული პროექტების ობიექტური შერჩევის სისტემა - ამ პროექტებმა, ფარდობითი ეფექტის თვალსაზრისით, მეტი ზეგავლენა უნდა იქონიოს მწარმოებლუნარიანობისა და ცხოვრების დონის ამაღლებაზე. საკურსო რისკების შემცირების ფონზე, პრიორიტეტი აღარ იქნება საშინაო ვალის წილის ზრდა მთლიან სახელმწიფო ვალში, რადგან საშინაო ვალი, ძირითადად, არის უფრო მოკლევადიანი და მაღალი სარგებლის განაკვეთით. ამიტომაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ეს საკრედიტო რესურსები უპირატესად კერძო სექტორში დარჩეს. სახელმწიფო უარს იტყვის მაღალპროცენტიანი საგარეო სესხების აღებაზე (მაგალითად, ევრობონდებზე). ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნდება კანონით დადგენილი მშპ-ის 3%-იან ფარგლებში.

პარტიის პოზიცია