შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
საქართველოში, როგორც წარმოებაზე, ისე დაქირავებულ შრომაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია. გადასახადების დამატებითი შემცირებით ხელშესახებ შედეგებს ვერ მივაღწევთ. შესაბამისად, „ლელოს“ ხედვა არ ითვალისწინებს ფისკალური გადასახადების განაკვეთების სერიოზულ ცვლილებას და გეგმავს არსებული განაკვეთების საფუძველზე დასაბეგრი არეალისა და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, მისი შემდგომი ეფექტიანი გამოყენების მიზნით. საბიუჯეტო ხარჯების ფოკუსირებული მიმართვა ინფრასტრუქტურაზე, მწარმოებლური სექტორების განვითარებაზე, გეოგრაფიული და სექტორული დისბალანსის შემცირებაზე არათუ ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე, არამედ ხელშესახებ პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე. „ლელოს“ დეცენტრალიზაციის გეგმით, ეტაპობრივად და შესამჩნევად გაიზრდება მუნიციპალური ბიუჯეტის მიერ გაზრდილი შემოსავლების პირობებში გაწეული ხარჯები და 2024 წლისთვის გაორმაგდება, ძირითადად - კაპიტალური ხარჯების ზრდის საფუძველზე.

პარტიის პოზიცია