შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
სამწუხაროდ, მთავრობა ვერ გაუმკლავდა პანდემიის დროს განათლების სფეროში წარმოქმნილ პრობლემებს - მოსწავლეების დიდ ნაწილს (განსაკუთრებით რეგიონებში) არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან და, ფაქტობრივად, მათ ჩაუვარდათ სასწავლო სემესტრი; მეორე მხრივ კი, ტელესკოლამ ვერ ჩაანაცვლა სრულფასოვნად სასკოლო პროგრამა (განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში). მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით და პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინში, მთავრობას, უპირველეს ყოვლისა, უნდა უზრუნველეყო ყველა მოსწავლე ინტერნეტითა და ტექნიკით, ჩაეტარებინა პედაგოგებისთვის სპეციალური კურსები ონლაინსწავლების სპეციფიკასთან დაკავშირებით.

პარტიის პოზიცია