„ლელოს“ ჯანმრთელობის დაცვის ს„ლელოს“ ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მოდელი ითვალისწინებს სადაზღვევო მედიცინის პრინციპებზე გადასვლას - სახელმწიფო დააზღვევს ყველა მოქალაქეს კერძო სადაზღვევო კომპანიების გავლით.
ხარისხიანი და ხელმისაწვდომი წამალი (მედიკამენტი). შეიქმნება წამლისა და საკვები პროდუქტების ხარისხის სააგენტო (ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული FDA-ს მსგავსი სტრუქტურა), რომელიც განახორციელებს ხარისხის კონტროლს და დანერგავს შესაბამის სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე მხოლოდ მაღალხარისხიანი წამლის არსებობას. მედიკამენტების ღირებულების დიდ ნაწილს დაფარავს სადაზღვევო კომპანია (მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის ექიმის დანიშნული წამალი იქნება უფასო).
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის (ადმინისტრირების) რეფორმა. მოხდება სამინისტროს რეფორმირება და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ძირითადი ფუნქცია იქნება: კანონებისა და რეგულაციების აღსრულების სათანადოდ უზრუნველყოფა, მოქალაქეების, სამედიცინო ორგანიზაციების, სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობის რეგულირება, პროფესიულ ასოციაციებთან ერთად ახალი სტანდარტების შემუშავება და დანერგვა.
პირველადი ჯანდაცვა. ყველა მოქალაქეს ეყოლება კვალიფიციური, მოტივირებული ოჯახის (პირადი) ექიმი. ოჯახის ექიმის მომსახურებაზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობას.
ელექტრონული მედიცინის (E-Health) დანერგვის მეშვეობით ოჯახის ექიმს მიეცემა საშუალება, მოქალაქეს (პაციენტს) სპეციალისტთა კონსულტაციები დისტანციურად გაუწიოს.
სამედიცინო განათლება. შეიცვლება სამედიცინო განათლების საგამოცდო და დიპლომის მიღების სისტემა (ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული USMLE-ს მსგავსად). დაინერგება პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული განათლების სტანდარტი. სამედიცინო დაწესებულებებში უწყვეტი პროფესიული განათლების არსებობა სავალდებულო გახდება. რეზიდენტურა იქნება უფასო, ხოლო რეზიდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი ანაზღაურებით. სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა საექთნო განათლების განვითარებას და ექთნის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას. ისტემის მოდელი ითვალისწინებს სადაზღვევო მედიცინის პრინციპებზე გადასვლას - სახელმწიფო დააზღვევს ყველა მოქალაქეს კერძო სადაზღვევო კომპანიების გავლით.