შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის

შიდა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში განმსაზღვრელი როლი მიენიჭება შესაბამისი გარემოს ფორმირებას. მაკროეკონომიკური სტაბილურობა იქნება პრიორიტეტი, რათა ინვესტორებისთვის გარემო იყოს პროგნოზირებადი და სტაბილური (განსაკუთრებით მონეტარული სტაბილურობა). ინვესტიციების წახალისების მიზნით:

 

  • კომერციული დავების გადასაჭრელად საქართველოში დაფუძნდება ლონდონის არბიტრაჟის საქართველოს ფილიალი;
  • ბიზნესომბუდსმენს აირჩევენ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და მას ექნება გაფართოებული უფლებები;
  • გაუქმდება ფინანსური პოლიცია და ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო;
  • კონკურენციის სააგენტო დაექვემდებარება პარლამენტს და გაიზრდება მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხი;
  • ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა ნებართვაზე დაწესდება მკაცრი ვადები და იმუშავებს ერთი ფანჯრის პრინციპი;
  • საგადასახადო დავებს გადაწყვეტენ ნაფიცი აუდიტორები.

 

საქართველოში ამოქმედდება საერთაშორისო საფონდო ბირჟა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების გეგმა, რამაც უნდა შექმნას დამატებითი რესურსები ინვესტირებისთვის. კერძო სექტორთან და ინვესტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში შეიქმნება 3 მსხვილი პროფესიული განათლების ცენტრი, რომელთა ამოცანა იქნება საინვესტიციო პროექტებში საჭირო სხვადასხვა პროფილის საკადრო რესურსით უზრუნველყოფა. დაგეგმილი მასშტაბური სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება ამ ობიექტებში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად. შედარებით მცირე ინვესტორებისთვის მუნიციპალურ დონეზე შეიქმნება ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც კერძო ინვესტორების ტექნიკურ და ინფორმაციულ მხარდაჭერას განახორციელებენ. რეგიონული განვითარების სააგენტოები (სამხარეო დონეზე) მოახდენენ რეგიონის პოტენციური ბიზნესპროექტების იდენტიფიცირებას, ხელს შეუწყობენ ბიზნესპაკეტების შემუშავებასა და ინვესტორების მოზიდვას.

პარტიის პოზიცია