შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის

„ლელოს“ მიზანია ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის შექმნა. დღეს დაახლოებით 60 000 ადამიანი იღებს 4000 ლარზე მეტ თვიურ შემოსავალს და წარმოადგენს ე.წ. საშუალო ფენას, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია. „ლელოს“ მიზანია აღნიშნული მაჩვენებლის 10-ჯერ გაზრდა და რეალური საშუალო კლასის შექმნა, რათა ქვეყანას ჰყავდეს დაახლოებით 600 000 შეძლებული ოჯახი. ყველა სახელმწიფოში საშუალო ფენა წარმოადგენს ქვეყნის ხერხემალს და დემოკრატიის მყარ საფუძველს.ამისთვის:

 

  • გავაძლიერებთ მცირე და საშუალო ბიზნესს ქვეყანაში;
  • შევქმნით ინვესტიციის მოზიდვის ახალ მექანიზმებს;
  • ჩამოვაყალიბებთ კაპიტალის ბაზარს;
  • ვაქცევთ გლეხებს მდიდარ ფერმერებად;
  • საჯარო სამსახურს გავათავისუფლებთ პარტიული პოლიტიკური გავლენისა და ნეპოტისტური მიდგომებისგან, გავხდით სტაბილურს, მაღალპროფესიონალურსა და დაფასებულს.

 

შემდეგი 4 წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, ხოლო 5-6 წლის პერიოდში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება. საქართველო უნდა გახდეს რეგიონული ცენტრი ფინანსების, ლოგისტიკის, ტურიზმის, განათლების, მრეწველობისა და ინოვაციების მიმართულებით. ამისთვის კი საჭიროა საშუალო და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება და მის მიხედვით მოქმედება. ბიზნესის ხელშეწყობისთვის:

 

  • შეიქმნება საგარანტიო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესს გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსით;
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით შეიქმნება საინვესტიციო ფონდი, რომელიც დააფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესს;
  • შეიქმნება ინოვაციების ფონდი, რომელიც ინვესტირებას მოახდენს ახალ ტექნოლოგიებში;
  • გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტი გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან;
  • მაღალტექნოლოგიური კომპანიები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 5 წლის განმავლობაში;
  • სახელმწიფო შესყიდვებში წახალისდება მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობა;
  • 4 წელიწადში დასრულდება ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი, ანაკლიის პორტის ჩათვლით;
  • საქართველოს ეყოლება მცირე და ციფრული მთავრობა;
  • სახელმწიფო ვალი მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება;
  • საჯარო მოხელეები პერიოდულად გადამზადდებიან. მათი პრემირება და დაწინაურება მოხდება შედეგების მიხედვით.

 

პარტიის პოზიცია