საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ მიზნის უზრუნველყოფისთვის:
შევიმუშავებთ დეოკუპაციის გრძელვადიან პოლიტიკას და სტრატეგიას.
შევიმუშავებთ რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკაზე საპასუხო ქმედით სტრატეგიას, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით დავიწყებთ ეროვნული მედეგობის ამაღლებისკენ კონკრეტული ზომების გატარებას.
გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას.
ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გავზრდით ჟენევის ფორმატის ეფექტიანობას.
ხელს შევუწყობთ ნდობის აღდგენას და სახალხო დიპლომატიას.
გავაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, რათა საქართველო მიმზიდველი გახდეს მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
უპირობოდ შევთავაზებთ წარმატებულ კონკრეტულ პროექტებს ოკუპირებულ რეგიონებს.