შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების რეალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია, ფართოდ და სწრაფად გადავიყვანოთ ქართული ბიზნესი ევროკავშირის სტანდარტებზე, რათა მივიღოთ მაქსიმალური პრივილეგიები, კანონმდებლობის ჰარმონიზება და სექტორული განვითარება. საქართველომ ეფექტიანად უნდა გამოიყენოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA-ს შეთანხმება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია: გაიზარდოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის სტაბილურობა და ეფექტიანობა; უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა; განხორციელდეს რეალური პროგრესი სასამართლო და სამართლებრივი რეფორმის კუთხით, რათა გარანტირებული იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაძლიერდეს მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობა და უზრუნველყოს სამართალდამცავ ორგანოთა მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; ეფექტიანი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ; პირადი მონაცემების დაცვა; ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცება, ბაზრის ინტეგრაციის გაზრდა და ეტაპობრივად რეგულაციების დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობის უმთავრეს ელემენტებთან.

პარტიის პოზიცია