შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
ბოლო წლებში გარემოს დაბინძურების არაერთი შემთხვევის მომსწრე გავხდით. ამის მაგალითებია კომპანია RMG Gold-ის საქმიანობის შედეგად დაბინძურებული 21 სოფელი ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში ან აზბესტის შემცველი პროდუქციის (სამუხრუჭე ხუნდები, სამშენებლო მასალები) გამოყენება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამ მხრივ საჭიროდ მიგვაჩნია შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. იგივე ეხება სამშენებლო სტანდარტებს, როდესაც სამშენებლო მტვერი აბინძურებს გარემოს და ზრდის კანცეროგენური დაავადებების განვითარების საფრთხეს. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ვგეგმავთ ენერგეტიკის მიმართულებით გამჭვირვალე სისტემის შექმნას და განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი, გეოთერმული) გამომუშავებაზე გადასვლას, რაც მთლიანად მომხმარებელსა და მწვანე ენერგიის უსაფრთხო ათვისებაზეა ორიენტირებული. „სტრატეგია აღმაშენებლის“ კიდევ ერთი პრიორიტეტია მწვანე საფრის განვითარება. შეიქმნება ქალაქებში მწვანე საფრის განვითარების სტრატეგია, მათ შორის ვერტიკალური და სახურავების გამწვანების ჩათვლით.

პარტიის პოზიცია