შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმა იმ სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც მხარს დაუჭერს მოსაზრებას - ბავშვებზე ყველანაირი ძალადობა მიუღებელია! კერძოდ, უნდა განისაზღვროს ბავშვთა უფლებების პუნქტები ყველა რელევანტურ კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში. ყველა შესაბამისმა სამინისტრომ/უწყებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბდეს ყველა დაინტერესებული მხარის როლი ბავშვთა დაცვის მექანიზმში, გაიწეროს დეტალური პროცედურები და სახელმძღვანელო მითითებები შესაბამისი სპეციალობის პროფესიონალებისთვის. ხელს შევუწყობთ და გავაძლიერებთ ბავშვთა დახმარების ხაზის უფასო 24-საათიან ფუნქციონირებასა და ქვეყნის მასშტაბით მის ხელმისაწვდომობას. ამით შესაძლებელი იქნება ოპერატიულად დახმარება გაეწიოს ყველა ბავშვს, რომლებსაც ზრუნვა ან დახმარება სჭირდებათ. ახალი კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეუქმნა ბავშვთა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა: განათლების უფლება, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებით სარგებლობის უფლება, ადეკვატური საცხოვრებლის ქონის უფლება და სხვ. უახლესი სტატისტიკითა და კვლევებით, 80 ათასამდე ბავშვს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და მათ ვერ ისარგებლეს დისტანციური სწავლებით. ჩვენი მმართველობის პირობებში ეფექტიანად და მყისიერად დავაზუსტებთ თითოეული რაიონის, ქალაქის, დაბისა თუ სოფლის სკოლის მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს ინტერნეტისა თუ ტექნიკური აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საჭიროების გამოვლენას, განსაკუთრებით - პოსტპანდემიურ პირობებში. გასაძლიერებელია სკოლებსა და ბავშვთა აღმზრდელობით დაწესებულებებში ისეთი კადრები, როგორიცაა: სკოლის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, სამედიცინო მუშაკი და სხვ., რომლებსაც ევალებათ ყველაზე უფრო დაუცველ ბავშვებზე ზრუნვა. განსაკუთრებულად ვიზრუნებთ შშმ ბავშვებსა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ იზრუნებს, რომ ყველა ბავშვი, რომელთა მიმართაც არსებობს ძალადობის, ფიზიკური და სექსუალური ექსპლუატაციის, სასტიკი მოპყრობისა და უსამართლობის მომატებული რისკი, დაცული იყოს სოციალური სამსახურების მეშვეობით, როგორც ჰუმანიტარული კრიზისის დროს, ისე ნებისმიერ კონტექსტში.

პარტიის პოზიცია