შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დაგეგმილი პროექტისა და ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში (ინდუსტრიული პარკები, აგროკლასტერები, ტურიზმი, მეგაპროექტები და ა.შ. იხ. შესაბამის თავებში), საქართველო გახდება მწარმოებელი ქვეყანა, შემცირდება იმპორტდამოკიდებულება და გაიზრდება ექსპორტის მოცულობა. შედეგად, გამყარდება ლარი, შეიქმნება პროდუქტიული სამუშაო ადგილები, შემცირდება სიღარიბე სოფლად და ქალაქად, და ქვეყანა შეიძენს ახალ გლობალურ მნიშვნელობას. ჯამურად, პირველ წლებში მოზიდული იქნება სულ მცირე 4 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დამატებით 7-8%-ით გაიზრდება და მიაღწევს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. შეიქმნება დამატებით 300 ათასამდე სამუშაო ადგილი (ინდუსტრია, აგროსექტორი, ტურიზმი და სხვ.). ყოველწლიურად ქართული ოჯახები დამატებით მიიღებენ მილიარდამდე ლარის შემოსავალს, მათ შორის მულტიპლიკატორის ეფექტის გათვალისწინებით. ლარის კურსი ჩამოსცდება 2-ლარიან ნიშნულს აშშ დოლართან მიმართებით.

პარტიის პოზიცია