შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
„სტრატეგია აღმაშენებელი“ უპირობოდ ემხრობა სრული პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობას. „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა; ასევე, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე. პროპორციული საარჩევნო სისტემა აყალიბებს მრავალპარტიულ სისტემას, პარლამენტში უფრო მეტი პარტიაა წარმოდგენილი, ვიდრე მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში და, შესაბამისად, ამომრჩევლის ნებაც უფრო სრულადაა გამოხატული. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში მთავრობა ძირითადად კოალიციურია. გარდა ამისა, იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებენ, ქალთა წარმომადგენლობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მაჟორიტარული ან შერეული საარჩევნო სისტემა გამოიყენება.

პარტიის პოზიცია