შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი არსებითი, ძირითადი უფლებაა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი აქვს. იგი შედგება უამრავი უფლებრივი კომპონენტისგან, რომლებიც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლითაა დაცული. სტრატეგია „აღმაშენებელი“ ყველაფერს გააკეთებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად, ასევე გამოიყენებს ყველა ბერკეტს ამ მიმართულებით ნებისმიერი დანაშაულისა და გადაცდომის გამოსაძიებლად. გარდა ამისა, ჩვენი გეგმის მიხედვით, სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების შემდეგ (დეპოლიტიზება, დეცენტრალიზაცია, სუს-ის რეორგანიზაცია და სხვ.) გამორიცხული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის პირის პირადი ცხოვრების ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალის გასაჯაროება/გამოყენება.

პარტიის პოზიცია