შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
„სტრატეგია აღმაშენებელი“ განიხილავს რამდენიმე ინიციატივას, რომლებსაც შესაძლებელია დასჭირდეს ცვლილებების ინიციირება კონსტიტუციაში. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს და იგი თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის ძირითად პრინციპებს, თუმცა არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ხელისუფლების დაბალანსებისთვის. მით უმეტეს, რომ ყველა საზოგადოებრივი აზრის ბოლო პერიოდის გამოკითხვა ადასტურებს ხალხის ნებას, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა. მეორე ცვლილება შეეხება უსაფრთხოების საბჭოს. კონსტიტუციაში შეტანილი ბოლო ცვლილებებით ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება ერთდროულად ორი სათათბირო საბჭო: ერთი პრემიერთან არსებული და მეორე პრეზიდენტთან, რაც არ ეფუძნება არც დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკას და არ შეესაბამება თანამედროვე სახის უსაფრთხოების გამოწვევებს. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია როგორც მშვიდობიანობის, ისე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უნდა ხორციელდებოდეს ერთი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მეშვეობით. კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, ეხება სასამართლო სისტემის რეფორმირებას (აღწერა იხილეთ ქვემოთ შესაბამის თავში).

პარტიის პოზიცია