შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა შეიმუშავა ტურიზმის განვითარების ქართული მოდელი, რომლის შედეგად 5 წელიწადში: ქვეყანაში შემოვა 25 მლნ ტურისტი, რომელთაგან სულ მცირე 10% იქნება მაღალგადახდისუნარიანი ტურისტი. ეს ნიშნავს 5 მლრდ დამატებით შემოსავალს ქვეყნისთვის და დაახლოებით 80 000-მდე სამუშაო ადგილს. ტურისტების მისაღებად მოწესრიგდება/აშენდება განთავსების ობიექტები - სულ მცირე 180 ბრენდული და გამაჯანსაღებელი სასტუმრო-კომპლექსი რაიონებში და 3 000 გესთჰაუსი სოფლებში. სახელმწიფო მხარს დაუჭერს და წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესს იმისთვის, რომ საკუთარი სახლები აქციონ გესთჰაუზებად. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტიციები ყველა რაიონში სულ მცირე ერთი ბრენდული სასტუმროს და აპარტოტელის გასახსნელად და ასამუშავებლად. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამაჯანსაღებელი ტურიზმისა და კურორტების განვითარება. ოფიციალური მონაცემებით, გვაქვს 80 საკურორტო ადგილი და მათგან მხოლოდ რამდენიმე ფუნქციონირებს. თუ საშუალოდ ერთი ტურისტი ხარჯავს 300 აშშ დოლარი, გამაჯანსაღებელი ტურიზმით ერთ ადამიანს მოაქვს დაახლოებით 2000 აშშ დოლარი. შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი ტურიზმის განვითარების პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი გეგმით, ტურისტული ნაკადების მოსაზიდად სახელმწიფო უზრუნველყოფს და აწყობს 4 საერთაშორისო მაშტაბურ ღონისძიებას. საქართველო - ოთხი სეზონის ქვეყანა.

 

  • საქართველო - ქვევრის ღვინის სამშობლო;
  • ყველაზე მასშტაბური საახალწლო ღონისძიება;
  • ფოლკლორული ფესტივალი; ფესტივალის ფარგლებში საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ხალხებს, ტომებს, ეთნოსებს;
  • ახალგაზრდული ფესტივალი - მუსიკა და ტექნოლოგიები (დეტალური აღწერა იხილეთ კულტურის ქვეთავში).

 

მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის განვითარება. ამისთვის ქუთაისსა და ბათუმში ავაშენებთ ორ კონგრესჰოლს, რომლებიც უმასპინძლებს საქმიან და ბიზნესტურისტებს, გაიმართება საერთაშორისო სამიტები, კონფერენციები, შეხვედრები. ერთ წელიწადში მიიღებს დაახლოებით 500 ათას ბიზნესტურისტს, რაც ნიშნავს ქვეყანაში შემოსულ სულ მცირე 300 მილიონ დოლარს.

პარტიის პოზიცია