შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემუშავებული აქვს დეტალური გეგმა ინდუსტრიული პარკების, აგროკლასტერების, ტურიზმის და სხვ. მიმართულებით (იხ. შესაბამისი თავები). ჩვენი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების შემთხვევაში, უკვე პირველ წელს შესაძლებელია 4 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში. გარდა ეკონომიკური პროექტებისა და ე.წ. მეგაპროექტებისა (იხ. ქვემოთ), საინვესტიციო კლიმატს საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩვენ მიერ დაგეგმილი სასამართლო სისტემისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა. ასევე, ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყნის რეკლამირებაში განსაკუთრებული როლი დაეკისრებათ საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ.

პარტიის პოზიცია