შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვით, საქართველომ უნდა შეამციროს იმპორტდამოკიდებულება და მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი საექსპორტო შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა ეკონომიკის დარგები განვავითაროთ კომპლექსურად (კლასტერულად). წარმოება, სოფლის მეურნეობა, სერვისის ეკონომიკა, ტურიზმი, ცოდნის ეკონომიკა და სხვა სფეროები უნდა განვითარდეს ეტაპობრივად, ერთმანეთთან თანხვედრაში. ჩვენი დეტალურად გაწერილი გეგმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშენდება 9 სხვადასხვა პროფილის ინდუსტრიული პარკი:

 

  • სამშენებლო-ინდუსტრიული პარკი (ქვემო ქართლი, რუსთავი) - ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა სამშენებლო მასალისა და ავეჯის მწარმოებელ ქართულ კომპანიას.
  • ტექსტილისა და ტანსაცმლის ინდუსტრიული პარკი (აჭარა, ბათუმი).
  • სამომხმარებლო ტექნიკის ინდუსტრიული პარკი (შიდა ქართლი, გორი).
  • სატრანსპორტო საშუალებების ინდუსტრიული პარკი (იმერეთი, ქუთაისი).
  • ავეჯის ინდუსტრიული პარკი (იმერეთი, ქუთაისი).
  • ფარმა-ინდუსტრიული პარკი (მცხეთა-მთიანეთი, წეროვანი) - მის ტერიტორიაზე იქნება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კვლევითი ცენტრები და სასწავლებლები.
  • მაღალტექნოლოგიური HI TECH პარკი (კახეთი).
  • განახლებადი ენერგიის ინდუსტრიული პარკი (სამცხე-ჯავახეთი) - მზის პანელები, ელ. მანქანის ელემენტები და ა.შ.
  • სოფლის მეურნეობისა და სხვა საწარმოო ტექნიკის ინდუსტრიული პარკი (სამეგრელო, ზუგდიდი).

 

პირველი 5 წლის მიზანია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში! პირველი წელი - ინვესტიციების მოზიდვა, ტერიტორიების გამოყოფა, ხელშეკრულებების გაფორმება; მე-2 წელი - ინფრასტრუქტურის მოწყობა; მე-3 წელი - საწარმოების ამუშავება, პროდუქციის გამოშვება; მე-4 წელი - მასშტაბირება, იმპორტის ჩანაცვლება; მე-5 წელი - ექსპორტზე გასვლა. ზემოთ ხსენებული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, შემცირდება იმპორტდამოკიდებულება და გაიზრდება ექსპორტის მოცულობა. შედეგად, გამყარდება ლარი, შეიქმნება პროდუქტიული სამუშაო ადგილები, შემცირდება სიღარიბე.

პარტიის პოზიცია