ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
ბავშვთა უფლებების დარღვევის ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა ე.წ. ბავშვთა კოდექსი, რომლის მიხედვით ბავშვის და მშობლის ურთიერთობათა უდიდეს ნაწილში სახელმწიფოს ცხვირის ჩაყოფის უფლებამოსილება მიეცა და ფეხქვეშ გაითელა ყველანაირი არსებული ტრადიცია თუ ადამიანური ურთიერთობის მიღებული წესები; ნაცვლად კი მივიღეთ არაბუნებრივი, ტრენინგზე ნასწავლ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანური ცხოვრების წესს. ამ კოდექსს გავაუქმებთ და ვეცდებით დავითანხმოთ კოლეგები პარლამენტში, რომ მშობლის და ბავშვის ურთიერთობაში არ ჩაერიოს სახელმწიფო, თუ არ გვაქვს ძალადობის დადასტურებული შემთხვევები.