შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

საჯარო სამსახურის რეფორმა არის ეკონომიკის სწრაფი განვითარების გეგმის ნაწილი. საჯარო სამსახურის, ბიუროკრატიის და რეგულირებების უდიდესი უმრავლესობა უნდა გაუქმდეს, რასაც ავტომატურად მოჰყვება ბიუროკრატიის ფუნდამენტური შემცირება და საჯარო სამსახურში მომუშავეთა კერძო ეკონომიკაში დაბრუნება ახალი პროდუქტის შესაქმნელად (ჩვენი აზრით, ბიუროკრატია ხალხისთვის საჭირო არანაირ პროდუქტს არ ქმნის, პირიქით, ხელს უშლის მუშაობაში). „გირჩის“ გეგმა ბიუროკრატიის შემცირების და კერძო სექტორში მათი დაბრუნების შესახებ ასეთია:

 

  • ყველას, ვინც თავისი ნებით წავა საჯარო სამსახურიდან, წასვლის დღიდან სამი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება არსებული ხელფასი.
  • ყველა პოლიციელს და ძალოვანი უწყების ან მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომელს, რომლებიც თავიანთი ნებით წავლენ სამსახურიდან, გათავისუფლების დღიდან სამი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება არსებული ხელფასი და მათ წინააღმდეგ არ აღიძვრება არანაირი საქმე (და თუ აღძრულია, შეწყდება ყველანაირი დევნა, რომელიც არ ეხება ადამიანზე ფიზიკურ ძალადობას ან უკანონო თავისუფლების აღკვეთას); ხოლო მათ, ვინც ამ შეთავაზების მიუხედავად დარჩება მართლმსაჯულების სისტემაში, მათ მინიმუმ გაუორმაგდებათ ხელფასი (რადგან ჩანს, რომ არც საკუთარი წარსულის ეშინიათ და თან წასვლის კარგი შანსის მიუხედავად სამართლიანობის სფეროში დარჩენას არჩევენ).
  • საჯარო სამსახურიდან ამ წესით წასულ თანამშრომლებს ეზღუდებათ მომავალში საჯარო სამსახურში თანამდებობების დაკავება, გარდა არჩეული და პოლიტიკური თანამდებობებისა.

 

ვფიქრობთ, ამ პატიოსანი წინადადებით მივმართოთ დღევანდელ საჯარო მოსამსახურეებს და ვთხოვოთ მათ მხარდაჭერა ამ არჩევნებზე. გვჯერა, რომ საჯარო სამსახურში ბევრი გონიერი ადამიანი მუშაობს, მათ შორის არიან ჩვენი ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და მეგობრები. გვინდა, მათ მიეცეთ შანსი, გათავისუფლდნენ ბიუროკრატიის მარწუხებისგან და, ამავდროულად, დაგვეხმარონ ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საქმის განხორციელებაში.

პარტიის პოზიცია