ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
უცხოური ინვესტიციის შემოსვლისთვის აუცილებელია არსებობდეს სათანადო ბიზნესგარემო, რათა ინვესტორებს გაუჩნდეთ ნდობა ჩვენს ქვეყანაში ფულის ჩასადებად. ამ ნდობის შექმნა წარმოუდგენელია ბევრი იმ ფაქტორის გაუთვალისწინებლად, რომლებსაც ამ კითხვარში სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემისას შევეხებით. თუმცა უმთავრესი, რაც ამ გარემოს შექმნას სჭირდება, არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, იმ შეთანხმების შესრულებაა, რაზეც მიმდინარე წლის 13 მარტს შეთანხმდა ოპოზიცია.